rizhi_fin: (Default)
[personal profile] rizhi_fin
 ერთხელ წავედი ბაზარში.

არა, ასე არა.

როცა დავდივარ ბაზარში, სულ ვაკვირდები იქ მყოფ ხალხს და ვხედავ ნამდვილ, ბუნებრივ, ადამიანურ ქცევას და ურთიერთობას.
ბაზარში ყველაფერი ბუნებრივია, ადვილად გასაგები, და სულ რომ არ იცოდე ქართული ენა, მაინც ყველაპერს მიხვდები.

საქართველო არის მაღალი ცვალებადობის ქვეყანა.  არჩევანი რომ იყოს ვინ ისურვებდა აქ ცხოვრებას?  ალბათ მხოლოდ ძალიან მოწყენილი ადამიანი, რომლის ცხოვრებაში არაფერი ხდება.
ეს არის ქვეყანა, რომელსაც მართავენ ადამიანები, რომლებსაც მართავენ კიდევ სხვა ადამიანები და ეს ყველაფერი გავს მატრეშკებს ან კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფირმებს.

საბჭოთა იდილია, დამოუკიდებლობა, ომი, კრიმინალი, უიმედობა. სისხლიანი 9 წელი, არნახული დემოკრატია,... 
რა რჩება უცვლელი, და რა იქნება წუთიერი და უმნიშვნელო?  

ღვინო, დუდუკი, ქალები, მესმის პასუხი.  რა თქმა უნდა.
მაგრამ იქნებ კიდევ არის რაღაც რაც არის ჩემი, მხოლოდ ჩემი?

თუ უკვე არ არის, ესეიგი არ არის.
რჩება სიარული ბაზარში, დაკვირვება და ფიქრი.

Profile

rizhi_fin: (Default)
rizhi_fin

January 2026

S M T W T F S
    123
45678910
11 121314151617
18192021222324
25262728293031

Style Credit

Expand Cut Tags

No cut tags
Page generated Jan. 22nd, 2026 05:52 am
Powered by Dreamwidth Studios